მთავარი ბანერები

DataLife Engine Club DataLife Engine Club

მთავარი ბანერები

DataLife Engine Club DataLife Engine Club

მთავარი ბანერები

DataLife Engine Club DataLife Engine Club

გუშინ, 15:54

წინასაგამოცდო ”პრეტესტი”

წინასაგამოცდო ”პრეტესტი” - 17school.ge
საატეტსტო გამოცდების წინ, 19 და 20 მაისს საატესტატო გამოცდებზე დარეგისტრირებული ყველა მოსწავლისთვის პრეტესტი მიმდინარეობს. საქართველოს 1600-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ორი დღის განმავლობაში 8 სესიად ჩატარდება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ საგანში გაივლიან, რომლის ჩაბარებაც საატესტატო გამოცდებზე მოუწევთ.
იხილეთ სრულად → 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გუშინ, 12:17

მუზეუმის საერთაშორისო დღე

მუზეუმის საერთაშორისო დღე - 17school.ge
2012 წლის 18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღეს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დეპუტატ მერაბ ბარათაშვილის ინიციატივითა და ქუთაისის თვითმმართველი მერიის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ დიდ ჯიხაიში დიდი ქართველი მოაზროვნის და პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმში. მუზეუმში ჩატარდა ღია კარის დღე. დღის ბოლოს ლადო მესხიშვილის აკადემიური თეატრის ახალგაზრდულმა დასმა (ხელმძღვანელი: გიორგი სიხარულიძე) ღია ცის ქვეშ წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია რომელიც ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და საქართველოს ისტორიის ერთერთ ეპიზოდს ასახავდა.
იხილეთ სრულად → 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გუშინ, 11:56

”სკოლიმპიადა 2012”

”სკოლიმპიადა 2012” - 17school.ge
სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს ”სკოლიმპიადა 2012”-ის პირველ ეტაპის მატჩები ორ სახეობაში: კალათბურთსა და მინი ფეხბურთში.

2012 წლის 17 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის დაბალი ასაკობრივი ჯფუფის გუნდმა ”ნიკეოსმა” კალათბურთში დაამარცხა ვარციხის გუნდი ”როდოპოლისი” ანგარიშით 23-9 ასევე მოიპოვა გამარჯვება მე-9 საჯარო სკოლის გუნდ ”კოლხასთან” ანგარიშით 23-20.

2012 წლის 17 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო კსოლის დაბალი ასაკობრივი ჯგუფის გუნდმა ”ნიკემ” მინი ფეხბურთში დაამარცხა ხონის გუნდი ”მართვე” ანგარიშით 3-0.

2012 წლის 18 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მაღალი ასაკობრივი ჯგუფის გუნდი ”ნიკეოსი” მინი ფეხბურთში დამარცხდა ზესტაფონის გუნდ ”ტევრი”-თან ანგარიშით 5-2.
იხილეთ სრულად → 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გუშინ, 11:31

სტუმრად საქალაქო ბიბლიოთეკაში

სტუმრად საქალაქო ბიბლიოთეკაში - 17school.ge
2012 წლის 18 მაისს I კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი: მედეია ადეიშვილი) ესტუმრნენ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საქალაქო ბიბლიოთეკას. დაათვალიერეს წიგნადი ფონდი. ისინი დაინტერესდნენ საბავშვო ლიტერატურით და გამოთქვეს ბიბლიოთეკასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი
იხილეთ სრულად → 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გუშინ, 11:23

სტუმრად ბოტანიკურ ბაღში

სტუმრად ბოტანიკურ ბაღში - 17school.ge
2012 წლის 17 მაისს I კლასის (დამრიგებელი: მედეია ადეიშვილი) მოსწავლეები მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად ბუნებაზე დაკვირვების მიზნით ესტუმრნენ ბოტანიკურ ბაღს. დაათვალიერეს ბუნებრივი გარემო, განასხვავეს წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები, ისაუბრეს ბუნების დაცვის აუცილებლობაზე.
იხილეთ სრულად → 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

17-05-2012, 11:28

”ერის ბურჯი”

”ერის ბურჯი” - 17school.ge
2012 წლის 16 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: მ.ადეიშვილი) წარმოადგინეს დედაენისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია ”ერის ბურჯი”. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, პედაგოგები და მსოწავლეთა მშობლები.
იხილეთ სრულად → 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

15-05-2012, 17:08

პროექტი ”Design My Future” დასრულდა

პროექტი ”Design My Future” დასრულდა - 17school.ge
2012 წლის 11 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (ლიკა კოკაია, მარი მარუაშვილი, მარი ხეცაძე) მონაწილეობა მიიღეს ინგლისური ენის (პედაგოგები: მანანა მეტრეველი, ზურაბ მუშკუდიანი) ინგლისურის კონკურსში, რომელიც განხორციელდა პროექტის ”Design My Future” ფარგლებში. პროექტი ხორციელდებოდა ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურთან, აგრეთვე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივი თანამშრომლობით.
სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნულ კონკურსში მოიპოვეს პირველი ადგილი და დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიითა და სხვადასხვა პრიზებით.
იხილეთ სრულად → 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

15-05-2012, 16:47

მონიტორინგი

მონიტორინგი - 17school.ge
2012 წლის 15 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა გაკვეთილის მონიტორინგი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტი ”საქართველოს სასკოლო განათლება ადამიანით ვაჭრობა, (ტრეფიკინგი) პრევენციის სამსახურში” ფარგლებში.

გაკვეთილი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მე-9 კლასში ჩაატარა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ ბარბაქაძემ. მონიტორინგს ესწრებოდნენ: ქუთაისის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა: ხელმძღვანელი - ნუგზარ კოხრეიძე და კონსულტანტ-ექსპერტი - მზია კუბეცია.
იხილეთ სრულად → 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

15-05-2012, 16:29

"ერთი მსოფლიო საქართველოს სკოლებში"

2012 წლის 14 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა გაკვეთილის მონიტორინგი ორგანიზაცია ”ადამიანი გაჭირვებაში” პროექტის ”ერთი მსოფლიო საქართველოს სკოლებში” ფარგლებში. გაკვეთილი ადამიანის უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმებით მე-9 კლასში ჩაატარა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ ბარბაქაძემ.
მონიტორინგს ესწრებოდა:
პროექტის წარმომადგენელი სოფო გოდუაძე და პროექტში ჩართული პედაგოგი ირინა კუდრიავცევა. შეფასდა პროექტის მიდმინარეობისას მიღებული ცოდნა და მიღწეული შედეგები.
იხილეთ სრულად → 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4-05-2012, 15:22

დედამიწის დღე

დედამიწის დღე - 17school.ge
2012 წლის 20 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ ჩაატარა კვიეული ”დედამიწა ჩვენი სახლი” კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონკურსები: რუკის კითხვასა და ცოდნაში (მე-7, მე-8 კლ.) ჩემი პირველი ურთიერთობის კონტურულ რუკასთან (მე-5 კლ.) ვინ უკეთ იცის საქართველოს და მსოფლიოს ისტორი (მე-7, მე-8 კლ.)
იხილეთ სრულად → 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

←  უკან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 43 შემდეგი →
 

ვებ გვერდები

DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club